იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქართული ლიტერატურის მიმართულებით, ნინო გოგიაშვილი, 7 - 20 მაისსს, ,,ერასმუს+“-ის მობილობის პროგრამით, ბოლონიის ალმა მატერის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. თესაუს პროფესორმა ლექციები მიმდინარე ქართული და იტალიური პოეზიის კომპარატივისტულ ანალიზზე წაიკითხა, რომელიც ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტში წარმოებული პოსტსადოქტორო კვლევის შედეგს წარმოადგენს.
ნინო გოგიაშვილმა ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისაგან სპეციალურად შემდგარი ჯგუფისთვის ლექციები თანამედროვე პოეზიაში პერფორმანსის მნიშვნელობაზეც წაიკითხა და აუდიტორიას იტალიურ და ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ქართველი პოეტების ლექსები, მათ მოკლე ბიოგრაფიებთან ერთად, გააცნო.
ლექციების შემდეგ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ქართველმა და იტალიელმა პროფესორებმა ბოლონიის ალმა მატერის უნივერსიტეტში თესაუს პროფესორის წარმატებული სამუშაო ვიზიტი შეაჯამეს, სამომავლო გეგმები დასახეს და ურთიერთთანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.