იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

ცნობარი
თესაუს სტუდენტთა და თანამშრომელთა მივლინებისათვის საჭირო დუკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე მივლინების მიზნისა და ვადების მითითებით;
ბ) საზღვარგარეთ მივლინების შემთხვევაში, მოწვევის დედანი და თარგმანი ქართულ ენაზე, ხელმოწერილი მთარგმენლის ან განმცხადებლის მიერ;
გ) სარეგისტრაციო და სავიზო მოსაკრებლების და მგზავრობის დაზღვევის
ქვითარი, ან მოთხოვნა მათი გადარიცხვის (ინვოისი) შესახებ;
დ) საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას (ლოკალური ხარჯი), განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მარშუტისა და ტრანსპორტის სახეობის დასახელება. მივლინების დასრულებისას აუცილებელია მგზავრობის საფასურის დამადასტურებელი ბილეთების (სასტუმროს ქვითრის) წარმოდგენა პიროვნების სახელისა და გვარის მითითებით;
ე) მივლინების დასრულების შემდგომ მივლინებაში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული ყველა საბუთი უნდა წარედგინოს ბუღალტერიას.

სამეცნიერო გრანტებში მონაწილე პირთათვის მივლინების, შესყიდვების, შრომითი ხელშეკრლებების გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:

მივლინების შემთხვევაში:
ა) გრანტის მონაწილის განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე, საგრანტო ხელშეკრულების ნომრის მითითებით, გრანტის ხელმძღვანელის ან მენეჯერის დასტურით თანხის გამოყოფის შესახებ, ასევე მივლინების მიზნისა და ვადების მითითებით;
ბ) საზღვარგარეთ მივლინების შემთხვევაში, მოწვევის დედანი და თარგმანი ქართულ ენაზე, ხელმოწერილი მთარგმენლის ან განმცხადებლის მიერ;
გ) სარეგისტრაციო და სავიზო მოსაკრებლების და მგზავრობის დაზღვევის ქვითარი ან მოთხოვნა მათი გადარიცხვის (ინვოისი) შესახებ;
დ) საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას (ლოკალური ხარჯი), განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მარშრუტის და ტრანსპორტის სახეობის დასახელება. მივლინების დასრულებისას აუცილებელია მგზავრობის საფასურის დამადასტურებელი ბილეთების (სასტუმროს ქვითრის) წარმოდგენა პიროვნების სახელისა და გვარის მითითებით;
ე) მივლინების დასრულების შემდგომ მივლინებაში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული ყველა საბუთი უნდა წარედგინოს ბუღალტერიას.

მომსახურების ან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში:
გრანტის ხელმძღვანელის ან მენეჯერის განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე, საგრანტო ხელშეკრულების ნომრის მითითებით, სადაც მითითებული უნდა იყოს შესასყიდი მომსახურების დაწვრილებითი აღწერა (ფიზიკური პირისაგან მომსახურების მიღების შემთხვევაში, მისი პირადობის მოწმობის ასლი) ან შესასყიდი საქონლის კონკრეტული ჩამონათვალი, შესაბამისი ინვოისის წარმოდგენით.

შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების შემთხვევაში:
ა) გრანტში მონაწილეობის კანდიდატის განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე საგრანტო ხელშეკრულების ნომრის მითითებით, გრანტის ხელმძღვანელის ან მენეჯერის დასტური, ვადებისა და ხელფასის ოდენობის მითითებით;
ბ) გრანტში მონაწილეობის კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში:
გრანტის მონაწილის განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე საგრანტო ხელშეკრულების ნომრის მითითებით და გრანტის ხელმძღვანელის ან მენეჯერის თანხმობით, ვადის მითითებით.

სტუდენტებისათვის, მათ მიერ ზედმეტად გადახდილი სწავლის საფასურის, თანხის მომდევნო სემესტრში გადატანის და ნაწილ–ნაწილ გადახდისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:

ა) სტუდენტის განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე;
ბ) ცნობა სტუდენტის მიერ გადახდილი თანხების შესახებ.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.