იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მასწავლებლობის მსურველთათვის!

სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 5 სექტემბრიდან იწყება საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში, მეორე სართული, ოთახი #27 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი/დედანთან ერთად/;

ბ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთან ერთად)/ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;

გ) 2 ფოტოსურათი 3X4;

დ) სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);

ე) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა    და  გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;

ვ) განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);

 პროგრამაზე შესაძლებელია მსურველთა მიღება შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

             ქართული ენა და ლიტერატურა, (საბაზო და საშუალო საფეხური)

             მათემატიკა, (საბაზო და საშუალო საფეხური)

                  ფიზიკა, (საბაზო და საშუალო საფეხური)

             ქიმია, (საბაზო და საშუალო საფეხური)

             ბიოლოგია, (საბაზო და საშუალო საფეხური)

             გეოგრაფია, (საბაზო და საშუალო საფეხური)

                 ისტორია, (საბაზო და საშუალო საფეხური)

             ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და /ან საშუალო საფეხური)

             გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და/ან საშუალო საფეხური)

             სპორტი

             სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

პროგრამაზე ჩარიცხვა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

) მიმართულების შესაბამის საგნის გამოცდის ჩაბარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდაზე;

) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება (გამოცდის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი).

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1183
 
 
 
 
    2024 მაისი
    1

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.