იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე: 

 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს: 

ავტობიოგრაფია (CV) 

პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი 

2 (ორი) ფოტოსურათი 

სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 

ცნობა ნასამართლეობის შესახებ

 . კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

მოთხოვნები:

ა)  ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით.  

შენიშვნა:

ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად

(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;        

კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა: 

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.    

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2021 წლის  12 მარტიდან და დასრულდება 2021 წლის 19 მარტს, 17:00 სთ-ზე;

საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, ხოლო covid-19 ვირუსის პრევენციის, ან სხვა შეზღუდვების გამო, შესაძლებელია აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებები  განხორციელდეს დისტანციურად/ ელექტრონულად. ასეთი ვითარების  არსებობისას კონკურსისათვის აუცილებელი საბუთები  დასკანერებული ფორმით უნდა გადაეგზავნოს უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს  (ქ. ხმალაძე) მის სამსახურებრივ   ელექტრონულ ფოსტაზე (hr@tesau.edu.ge);

კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრა 2021 წლის 23 მარტი

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 5071
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.