ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგ მიმართულებებში:

ბიოლოგი

·         პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 6  (ექვსი)  წლის ვადით (აფილირებული)

·         ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე  6  (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)

         ეკოლოგია მიკრობიოლოგიით

·         ასოცირებული პროფესორის 1 (ერთ) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით
(
აფილირებული)  

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

·      ავტობიოგრაფია (CV)

·      პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

·      2(ორი) ფოტოსურათი

·      სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

·      ცნობა ნასამართლეობის შესახებ

 

. კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

 

მოთხოვნები:

 

) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

·      მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;

·      უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა;

·      ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№9 30.05.2018წ.)

·      ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;

·      წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით(დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№9 30.05.2018წ.)

·      სადოქტორო/სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა/პუბლიკაციაიმაქტ აქტორიან (Impact Factor) სამეცნიერო ჟურნალში/მონაწილეობასამეცნიერო-კვლევით/ საგანმანათლებლო პროექტში.

·      დარგის განვითარების კონცეფცია.

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

·      ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.

შენიშვნა:

§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად

 

(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;

 

§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

 

·         კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.   

·         კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15)აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულებისმიხედვით;

·        კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2020 წლის 14 დეკემბერს და დასრულდება 2020წლის 18 დეკემბერს;

·        საბუთების მიღება განხორციელდება #214-ე ოთახში (უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართული) შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკონკურსო საბუთები დასკანერებული ფორმით გადაეგზავნება უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს  (ქ. ხმალაძე) სამსახურებრივ   ელექტრონულ ფოსტაზე (hr@tesau.edu.ge);

·        კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრ2020 წლის 22 დეკემბერი.

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 6253
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.
    Loading...