იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (YPP)

გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთაპ როგრამა (UN Young Professionals Program - YPP) ყოველწლიური დასაქმების ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების შერჩევას და დასაქმებას გაეროში.

ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა შემდეგ ეტაპებს მოიცავს: განაცხადის წარდგენა, ორ-ეტაპიანი ონლაინ გამოცდა და გასაუბრება. 

ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან განაცხადის წარდგენის, გამოცდებისა და გასაუბრების ფაზებს, მოხვდებიან გაეროს შესაბამის ბაზაში, რომელიც მოქმედია სამი წლის განმავლობაში. YPP ბაზა გამოიყენება გაეროს სამდივნოს მასშტაბით პროფესიული ვაკანსიების შესავსებად.

   მონაწილე ქვეყნების სია წლიდან წლამდე იცვლება. 2015 წლის შემდეგ, გაეროს გადაწყვეტილებით, წელს საქართველო კვლავ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროგრამაში. 

მონაწილეობის კრიტერიუმები:

  ონლაინ გამოცდები ჩატარდება მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის დიპლომი ან გამოცდის საგნის შესაბამისი მინიმუმ 3 წლიანი აკადემიური ხარისხი. განმცხადებლების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 32 წელს და ისინი თავისუფლად უნდაფლობდნენ ინგლისურ და/ან ფრანგულენებს.

გაეროს საჭიროებიდან გამომდინარე, YPP გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელს ხვადასხვა მიმართულებით.

2020  წლის საგამოცდო მიმართულებებია:

  1. მართვა და ადმინისტრირება;

  2. გლობალური კომუნიკაციები;

  3. პოლიტიკური ურთიერთობები და ადამიანის უფლებები. 

განაცხადის წარდგენა:

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს გაერო-ს დასაქმების პლატფორმის მეშვეობით: careers.un.org /inspira.un.org

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ:

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.

 
მნახველთა რაოდენობა: 4604
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'