ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სოციალური პროგრამა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის

როგორც თქვენთვის ცნობილია, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის "გ3" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წარდგინებით, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობი,ს არაუმეტეს 10% - ის ფარგლებში.

 

    საქართველოს მთავრობის დადგენილების- „2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, -თანახმად, აღნიშნული პროგრამასთან დაკავშირებით, იწყება განცხადებების მიღება.

 

     სოციალური პროგრამის ფარგლებში, განცხადებების  მიღება  მოხდება მხოლოდ ელექტრონულად, 2020 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, პორტალზე: 

 http://socreg.mes.gov.ge 

   დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტოს ოფიციალურ ვებგვერდზე https://www.mes.gov.ge

დანართი: საქართველოს მთავრობის დადგენილება №591

 
მნახველთა რაოდენობა: 6727
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.
    Loading...