იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით,  საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. 

      მთავრობის   შესაბამისი დადგენილების მიხედვით,  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე  ჩარიცხული - მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდანთავრებულები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები  ან მათი შვილები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებს და სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე)  სტუდენტები  სახელმწიფოსგან  სასწავლო გრანტით  დაფინანსდებიან.

       აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები   მიირება მხოლოდ ონლაინ -რეჟიმში, 2020  წლის  7 სექტემბრის  9:00 საათიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე, http://socreg.mes.gov.ge/ პორტალზე რეგისტრაციით.    ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდიდან.

   დეტალური  ინფორმაცია  იხილეთ  თანდართულ  ფაილში:

 
მნახველთა რაოდენობა: 5938