ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს  სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ტურიზმისა და აგრარული მეცნიერებების  მიმართულებებისათვის. 

ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მაქსიმალური თანხა თითოეული მიმართულებისათვის  შეადგენს 25 000 ლარს.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2020 წლის 10 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე  უნივერსიტეტის კანცელარიაში  დალუქული კონვერტით (გარდა ,,განცხადებისა“)  ,,სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსების შესახებ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაცია კონკურსისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის  შესახებ იხ. ბმულზე_დებულება  ,,სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსების შესახებ“

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • კონკურსის გამოცხადება: 23 ივლისი;

  • საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება: 10 აგვისტო - 21აგვისტო;

  • საკონკურსო დოკუმენტაციის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა: 24 აგვისტო -27 აგვისტო;

  • აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელმძღვანელთა პრეზენტაციების მოსმენა: 31 აგვისტო;

  • შერჩეული და მოწონებული პროექტების გარე ექსპერტებისათვის შესაფასებლად გადაცემა: 1-ლი - 4 სექტემბრი; 

  • წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტების დამტკიცება:  არაუგვიანეს 15 სექტემბერი

 
მნახველთა რაოდენობა: 6212
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.
    Loading...