იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

განცხადება

 

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე წლის 7 აპრილს:

 

          განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

   სპორტის მიმართულება

Ø  ასოცირებული პროფესორის (აფილირებული)  0,5 საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

·      ავტობიოგრაფია (CV)

·      პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

·      2(ორი) ფოტოსურათი

·   სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

 

კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

 

მოთხოვნები:

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

·      მინიმუმ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;

· ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/ კონგრესი/სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);

          (დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№9 30.05.2018წ.)

·      ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;

      (დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №2  22.01. 2018წ.)

          (დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№9 30.05.2018წ.)

·  წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);

·      დარგის განვითარების კონცეფცია.

          (დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9 30.05.2018წ.)

ასოცირებული პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს იმყოფებოდეს კვირაში მინიმუმ 4 (ოთხი) სამუშაო დღის განმავლობაში. საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №2  22.01. 2018წ.)

კონკურსანტს კომპეტენტურობის დასადგენად დამატებით შეუძლია წარმოადგინოს

ინფორმაცია საკონკურსო ვადაში  განხორციელებული შემდეგი აქტივობების შესახებ:

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№10 08. 06.2018წ.)

·       აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელობა;

     (დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№9 30.05.2018წ.)

·       საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა/რეცენზენტობა (ოპონირება);

·       სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

·       დარგთან დაკავშირებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა, მონაწილეობა;

·       პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებულ  სამეცნიერო-კვლევით/საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა;

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№9 30.05.2018წ.)

·         (ამოღებულია - წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№9 30.05.2018წ.)

·         დარგთან დაკავშირებულ სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა და სერტიფიკატების ფლობა;

·         გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი;

(დამტკიცებული წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №2  22.01. 2018წ.)

·       წაკითხული სალექციო კურსების ჩამონათვალი (დამოწმებული პროგრამის ხელმძღვანელისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№10  08.06.2018წ.)

·       პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებული მონოგრაფიის/სახელმძღვანელოს/სალექციო კურსის/რიდერის/ბროშურის ავტორობა; რედაქტორობა/ რეცენზენტობა;

·       სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის/სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს წევრობა; სტატიის რეცენზირება;

·      პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ/კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობა (დადასტურებული სერტიფიკატით ან ცნობით);

·    ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური/ წარმომადგენლობითი/ სადისერტაციო საბჭოების, აგრეთვე, დარგობრივი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიების/ასოციაციების/ საზოგადოების წევრობა;

·      პროფესიულ საქმიანობაში/დარგში ტრენერობა/ექსპერტობა;

·      დარგთან დაკავშირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;

·     (ამოღებულია- წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№9 30.05.2018წ.)

·      ახალი სასწავლო კურსის დანერგვა;

              (დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№9 30.05.2018წ.)

·      სამეცნიერო ფორუმის ორგანიზება-ჩატარება

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი№9 30.05.2018წ.)

·      პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური წახალისებები (მადლობა/ჯილდო/პრემია/საპატიო წოდება/ორდენი).

·      ციტირების ინდექსი

 

1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;

2.   კონკურსში მონაწილეთა დისტანციური/ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2020 წლის 8 მაისს და დასრულდეს 2020 წლის 15 მაისს;

3.   კონკურსისათვის აუცილებელი საბუთები დასკანერებული ფორმით გადაეგზავნოს უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს  (ქ. ხმალაძე) მის სამსახურებრივ   ელექტრონულ ფოსტაზე (hr@tesau.edu.ge)   შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე. (დოკუმენტაციის დიდი ოდენობის/დიდი მოცულობის შემთხვევაში, შესაძლებელია საბუთების ჩაბარება საკონტაქტო პირთან (ქ. ხმალაძე) მატერიალური სახით;

4.  კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2020  წლის  20 მაისი.

 

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

 

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 6036