იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ორენოვანი სამეცნიერო პერიოდული ჟურნალისთვის სტატიების მიღება დაიწყო

მიმდინარე წლის  5 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით იწარმოებს სტატიების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორენოვანი სამეცნიერო პერიოდული ,,სამართლის ჟურნალის“ (Journal of Law) 2019  წლის  I გამოცემისათვის

   1.  ურიდიული ფაკულტეტის ჟურნალში სამეცნიერო სტატიის, უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ შემდეგი პირები:

· თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული პედაგოგები, დოქტორანტები.

·     სამართლის სფეროში მოღვაწე უცხოელი და ქართველი პრაქტიკოსი იურისტები 

·    ხვა ავტორები, რომლებიც სარედაქციო კოლეგიის თხოვნით მოამზადებენ პუბლიკაციებს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.

 2. ავტორებმა სტატიის გამოქვეყნებისათვის  ელექტრონული ფორმით  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) სტატია (სრული ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის  მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 9500 ნაბეჭდ სიტყვას (დაახლოებით  (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ტექსტისთვის ცალ-ცალკე) ანოტაციის, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით;  

ბ) ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) არაუმეტეს 250 სიტყვისა;

 გ) საკვანძო სიტყვები (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

 დ) ბიბლიოგრაფია (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სტატიისათვის ცალ-ცალკე. ბიბლიოგრაფიის შედგენის წესისა და ბიბლიოგრაფიის ნიმუშის  შესახებ იხ. დანართი #1)

 ე) განცხადება მთავარი რედაქტორის სახელზე ავტორის ხელმოწერით.

განცხადების ფორმა (იხ. დანართი #2);

 ვ) სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა ან სტატიის კვლევის სფეროში გამოჩენილი სამართლის სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (მისი გამცემი პირის ხელმოწერით), სტატიის  სამართლის დოქტორის ხარისხის არმქონე პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში.

2. ,,სამართლის ჟურნალისათვის“ შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სტატია მხოლოდ  მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული. ქართულენოვანი სტატიის (ანოტაცია, საკვანძო სიტყვები და ძირითადი ტექსტი) შესატყვისი ინგლისურენოვანი თარგმანი შესრულებულ უნდა იქნეს მაღალი ლინგვისტური სტანდარტების დაცვით.

3. ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი და სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (იხ. დანართი #3). 

არედაქციო საბჭო არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება შესრულებული. ავტორს შეუძლია ნიმუშად გამოიყენოს ჟურნალის რომელიმე გამოცემა (იხ. ბმული)  და ვალდებულია მკაცრად დაიცვას ჟურნალში გამოყენებული ციტირების სტილი და წესები. 

4. სტატიის ქართული ტექსტი შესრულებულ უნდა იყოს  Sylfaen_12  ფონტით, უცხოენოვანი ტექსტი - Times  New  Roman_12  ფონტით ,  სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზომით , სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი.

5. მიღებული სტატიის გასწორებული ვერსია, ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს არ უბრუნდება. ამასთან, სარედაქციო კოლეგიისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება.

6. სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია  მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე:  law.journal@tsu.ge. დამატებითი ინფორმაციისათვის  მოგვწერეთ ან  დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე +995 577 97 39 03 (ლელა ჯანაშვილი ), +995 557 91 00 19 (ნათია ჩიტაშვილი), ანა თოხაძე +995 577 00 23 26

 
მნახველთა რაოდენობა: 5641
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.