მევლანას გაცვლითი პროგრამა
მევლანას გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს განახორციელონ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობა.
მევლანას გაცვლითი პროგრამა სხვა გაცვლითი პროგრამებისგან განსხვავებით, რეგიონის განურჩევლად, ფარავს მსოფლიოს ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

მევლანას გაცვლითი პროგრამის მიზანი
მევლანას გაცვლითი პროგრამის მიზანია:
• თურქეთი გახდეს უმაღლესი განათლების მისაღებად სასურველი ქვეყანა;
• გაიზარდოს თურქული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკედემიური დონე;
• წვლილი შეიტანოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გლობალიზაციის პროცესში;
• მსოფლიოს გააცნოს თურქეთის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდერეობა.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება მევლანას გაცვლით პროგრამაში?
მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთა შორისაც გაფორმებულია (მევლანას პროექტის ფარგლებში) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტებს მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ ორი სემესტრის განმავლობაში, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებს მინიმუმ ერთი კვირით და მაქსიმუმ 3 თვით შეეძლებათ თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის განხორციელება.
მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არ ეზღუდებათ იმ სტუდენტებს, რომელთაც უკვე მიღებული აქვთ მონაწილობა სხვა გაცვლით პროგრამებში.
ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულაა (GPA) მინიმუმ 2,5 და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულაა (GPA) მინიმუმ 3.
სტუდენტს საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის განმავლობაში მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება შეუძლია მხოლოდ ერთხელ. საგანმანათლებლო საფეხურის ამაღლების მიზნით, ამავე პროგრამაში ხელმეორედ მონაწილეობა დასაშვებია მხოლოდ სტიპენდიის გარეშე.
მევლანას გაცვლით პროგრამაში პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი კვირეული სალექციო დატვირთვა შეადგენს არა ნაკლებ 6 საათისა. კვირეული დატვირთვის შევსების მიზნით კონფერენციაში, სემინარში ან/და პანელზე მონაწილეობა აგრეთვე ჩაითვლება დატვირთვაში.
პროფესორ-მასწავლებლებს მევლანას გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შეუძლიათ მხოლოდ ერთხელ.
აღნიშნული პროგრამით ვერ ისარგებლებენ მოსამზადებელი და საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსზე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პირველ სემესტრში მყოფი სტუდენტები.
პროფესორ-მასწავლებლებლები ვერ ისარგებლებენ აღნიშნული პროგრამით, თუ მათი სამუშაო გეგმა არ ითვალისწინებს სალექციო კურსს.

მევლანას გაცვლით პროგრამის ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დაფინანსება
მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები სწავლის საფასურს იხდიან მშობლიურ უნივერსიტეტში. მობილობის ფარგლებში მივლინებულ უნივერსიტეტში დამატებითი სწავლის საფასურის გადახდა არ ეკისრებათ.
გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას 420 თურქული ლირის ოდენობით. დაზღვევისა და გზის ხარჯებს ანაზღაურებენ თავად.
გავცლითი პროგრამაში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებს აუნაზღაურდებათ მგაზვრობის, დაზღვევისა და დღიური ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში თესაუს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება თურქეთის ორ უნივერსიტეტთან: იგდირი და რიზე.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს:
http://www.ni.ac.rs/images/stories/dokumenti_b/stipendije/mevlana_regulation.pdf

 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.