1.პროექტის სახელწოდება: კახეთის რეგიონის ხორბლის მოსავალში ტენის მარაგის განსაზღვრა

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი    

 დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ფონდის მიერ 

01.08.2018-31.08.2016

პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა 2016 წლის კახეთის რეგიონის ხორბლის სრული მოსავლიანობა და მიღებულ მოსავალში შეთვისებული ტენის რაოდენობა.

 2. პროექტის სახელწოდება: შიდა კახეთის ნიადაგური პრობლემების შესწავლა

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი

დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი                                   

 01.09.2015-30.06.2016

პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა შიდა კახეთის (თელავის რაიონი) ნიადაგების ქიმიური შედგენილობა, კერძოდ მიკრო და მაკრო ელემენტები, განსაზღვრულ იქნა ნიადაგების საკვები ელემენტებით გაღარიბების ხარისხი, სასუქის სახე და საკვები ელემენტების ზღვრული ნორმები სხვადასხვა ტიპის ნიადაგისათვის. შედეგები დამუშავდა და გაიცა რეკომენდაციები ფერმერებზე სასუქის სახისა და გამოსაყენებელი სასუქების დოზების შესახებ.

3. პროექტის სახელწოდება: თელავის რაიონის ნიადაგების მიკრობიოლოგიური პრობლემების  შესწავლა

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი

დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი

01.09.2016-30.06.2017

პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ თელავის რაიონის ნიადაგების მიკრობიოლოგიური  შედგენილობა და განვსაზღვრეთ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების სახეები აგრეთვე მავნე ორგანიზმები, მოხდა წინასწარი პროგნოზირება ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების სპორების და მავნე ორგანიზმების შესახებ. შესაბამისად, განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო  კულტურაზე დაავადებების ან მავნებლების განვითარების რისკები, მოხდა რეკომენდაციების შემუშავება და ფერმერებისათვის გადაცემა წინასწარი პრევენციისათვის, დაიგეგმა თესვისწინა ღონისძიებები და ქიმიური საშუალებების გამოყენების ტექნიკა. 

4. ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონში

 
 

    2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.