იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცირე დარბაზში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა რესპუბლიკურ კონფერენცია ,,სკოლა და უნივერსიტეტი”. ღონისძიება, ფაკულტეტის დეკანატთან ერთად, მოამზადეს ამ ფაკულტეტის დოქტორანტებმა. მათ მიერ მოწვეულმა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემდეგი მოხსენებები წარმოადგინეს: ლიკა შიუკაშვილი (ქ.თელავის #1 საჯარო სკოლა) – ,,აღორძინების ხანის ქართული ჰიმნოგრაფიული ძეგლები”, ხელმძღვანელი – დოქტორანტი მარიამ ხანჯალიაშვილი; თამარ ზუროშვილი (სოფელ კისისხევის საჯარო სკოლა) – ,,ილია ჭავჭავაძის მოწამებრივი გზა”, ხელმძღვანელი-დოქტორანტი ციცინო ლაფაური; მარიამ ყურაშიძე (სოფელ კისისხევის საჯარო სკოლა) – ,,ეროვნულ-სარწმუნეობრივი იდეოლოგია ქართულ ჰაგიოგრაფიაში”, ხელმძღვანელი – დოქტორანტი ციცინო ლაფაური; ლუკა თათარაშვილი (ქ.თელავის #1 საჯარო სკოლა) – ,,გენდერი და სკოლა”, ხელმძღვანელი-დოქტორანტი მაია კობახიძე.
ნინო კოჭლოშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი: ,, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა არამარტო უნივერსიტეტისთვის, არამედ იმ სკოლის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებსაც ერგოთ პატივი ყოფილიყვნენ პირველი მონაწილეები ახლად დაარსებული კონფერენციისა ,,სკოლა და უნივერსიტეტი”. მოხსენებები, რომლებიც საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს, იყო სიახლის მომტანი და მეტად საინტერესო. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი კონფერენცია იქნება დასაწყისი ხვალინდელი უნივერსიტეტისა და მოსწავლეების საქმიანი წარმატებული ურთიერთობის”.
თამარ ზუროშვილი, მოსწავლე: ,,მოხსენების თემად ,,ილია ჭავჭავაძის მოწამებრივი გზა” იმიტომ ავირჩიე, რომ ვფიქრობ, აუდიტორიისთვის ეს უფრო აქტუალური და საინტერესო იქნებოდა. დღევანდელმა კონფერენციამ ჩემსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა”.
რესპუბლიკურ კონფერენციას უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.