იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ფრანგული ენის სპეციალობის სტუდენტებმა და პედაგოგებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საფრანგეთის რამდენიმე რეგიონი, მათი ტრადიცია და კულტურა.
„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება ფრანკოფონიის კვირეულისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა ,,მოდით, ერთად ვიზეიმოთ ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე.“ აღნიშნული დღესასწაული მსოფლიოში, ყოველწლიურად, 20 მარტს იმართება. ამ დღის აღნიშვნა ტრადიციად იქცა ჩვენს უნივერსიტეტშიც“ – განაცხადა უცხო ენების კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ინგა ტყემალაძემ.
სტუდენტებთან ერთად, ფრანკოფონიის დღე თესაუს მარი ბროსეს სახელობის კაბინეტში, ჰუმანიტარუ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნინო კოჭლოშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმაც აღნიშნეს.

 

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.