იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტებმა: თინათინ ასაბაშვილმა, მარი ტერტერაშვილმა და ფიქრია რაქვიაშვილმა გამართეს პრეზენტაცია _ ,,პატრიკ მოდიანოს ბიოგრაფიული ცნობები და ნობელის პრემია”.

,,პრეზენტაცია ეძღვნებოდა პატრიკ მოდიანოს. იგი რიგით მეთხუთმეტე ფრანგი მწერალია, რომელმაც აიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო მწერლის მოღვაწეობის და შემოქმედების ამსახველი მასალები”, _ აღნიშნა უცხო ენების და ლიტერატურის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ინგა ტყემალაძემ.
პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა ფრანგული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ვიქტორინა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადასცეს თესაუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო კოჭლოშვილმა და უცხო ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგემ, პროფესორმა მანანა ღარიბაშვილმა.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.