ბიბლიოთეკა

 
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას დიდი ხნის ისტორია აქვს
ბიბლიოთეკის შენობის პირველ სართულზე განთავსებულია “სააქტო” და “საპრეზენტაციო” დარბაზები, რომლებიც აუდიტორიებადაც გამოიყენება. ხოლო მეორე სართული უკავია “სამკითხველო” დარბაზს, კომპიუტერულ – საინფორმაციო ცენტრს, “აბონემენტს” და “წიგნთსაცავს”.
“საინფორმაციო ცენტრში” განთავსებული 16 კომპიუტერი ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის. სტუდენტს ეძლევა საშუალება, მიიღოს ინფორმაცია მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროებიდან(EBSCO Publishing, Eric, Medline; Cambridge University Press; Encyclopaedia Britannica;)
აღნიშნული ელექტრონული რესურსის მიღება შესაძლებელია ასევე უნივერსიტეტის ყველა საინფორმაციო ცენტრიდან. ბშა (ბიბლიოთეკათაშორისო აბონემენტი) გვაქვს საქართველოს 66 ბიბლიოთეკასთან, მათ შორის ელექტრონული სახით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებთან. საინფორმაციო ცენტრში ხშირად ტარდება გამოცდა, ლექცია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სპეციალისტების მიერ.
ბიბლიოთეკა მუდმივად იძენს საჭირო და აუცილებელ ლიტერატურას, თუმცა რეგულარულად შემოდის ნაჩუქარი წიგნიც, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. სტუდენტი წიგნით და ჟურნალით სარგებლობს როგორც “აბონემენტზე”, ასევე “სამკითხველო” დარბაზში.
აღნიშნულ დარბაზებში ხშირად ტარდება: დისერტაციის დაცვები, შეხვედრები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან, ლექციები, პროფესორ-მასწავლებელთა, სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო სესიები და სამეცნიერო კონფერენციები, საერთაშორისო ტრენინგები, როგორც უნივერსიტეტში არსებული. ასევე რაიონის და რეგიონის ფარგლებში, თემატური ტრენინგები, საიუბილეო საღამოები.
ყოველწლიურად ტარდება საბიბლიოთეკო კვირეული. მთლიანი კვირა დატვირთულია სხვადასხვა სახის ღონისძიებებით, მნიშვნელოვანი შეხვედრებით.
ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებული სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც აწყობენ მასობრივი ხასიათის სამეცნიერო და შემოქმედებით ღონისძიებებს, პრეზენტაციებს, ტრენინგებს, სხვადასხვა ხასიათის გამოფენებს.
ბიბლიოთეკა გაწევრიანებულია პროფესიონალურ კავშირში – “საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია”.
ბიბლიოთეკაში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საინტერესო და სასარგებლო გარემო იყოს.

 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.