იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის განცხადება

   საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისათვის შემდეგ უნივერსიტეტებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

  ბულგარეთის რუსეს უნივერსიტეტი  - 2 ადგილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;

  იტალია, ტუშას უნივერსიტეტი - 2 ადგილი : 1 ტურიზმის და 1 აგრარულის მეცნიერების  მიმართულებით;

ავსტრიის პედგოგიური უნივერსიტეტი - 1 ადგილი, განათლების მიმართულებით;

ვილნიუსის ბიზნეს კოლეჯი- 2 ადგილი, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

   გამარჯვებულმა კონკურსანტმა სალექციო კურსი უნდა წაიკითხოს მასპინძელ უნივერსიტეტში.

  დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დარეგისტრირდეთ უცხო ენის გამოცდაზე 11 ნოემბრამდე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.  გამოცდა ჩატარდება 14 ნოემბერს, 14:00 საათზე (ინგლისურსა და რუსულ ენებში), ხოლო 17 ნოემბერს, 14:00 საათზე, კომისიის წინაშე. წარმოადგინეთ  ჩასატარებელი ლექციების მოკლე აღწერილობა (ინგლისურ ან რუსულ ენაზე).

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  1. ენის სერთიფიკატი (ინგლისური ან რუსული );
  2. ჩასატარებელი ლექციების აღწერილობა (ინგლისურ ან რუსულ ენაზე);
  3. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან რუსულ ენაზე);
  4. C.V. (ნიმუში იხილეთ შემდეგ ვებ გვერდზე: https://europass.cedefop.europa.eu/en/documents/curiculum-vita/templates-instructions.iehtml )

დოკუმენტების ჩაბარების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი

 
მნახველთა რაოდენობა: 13386