იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საზაფხულო სკოლა- „ადამიანის ქცევის შესწავლა ინტერდისციპლინური მიდგომით“

2016 წლის  23-27 ივლისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, გაიმართება საზაფხულო სკოლა (წამყვანი ორგანიზაცია- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თანაწამყვანი ორგანიზაცია- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტი).

  სკოლის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ მაყაშვილი.

    სკოლა გათვალისწინებულია სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის და ბიოლოგიის (ფიზიოლოგიის)  სპეციალობის სტუდენტებისათვის.

    პროექტის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების ინტერდისციპლინური განათლებისთვის ხელშეწყობა

 

სკოლის თემატიკა:

 

  1. ინტერდისციპლინური ლექციები: ქცევა, როგორც მთლიანი ფენომენი (ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, სოცილოგიის გამოცდილების ინტეგრაცია)
  2. ქცევის შესასწავლად გამოყენებული ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური მეთოდების (ენცეფალოგრაფია, ადამიანის აგრესიის საზომი კითხვარები, ინტერნეტ ადიქციის საზომი კითხვარები) განხილვა და სტუდენტების ტრენინგი ამ მეთოდების გამოყენებაში, მონაცემების აღებასა და ანალიზში
  3. ადამიანის ქცევის კორექციის მეთოდი: ფსიქოანალიტიკური სეანსი, მისი თავისებურებები, ჩატარების ტექნიკა, ქეისების განხილვა
  4. ადამიანის ქცევის შესწავლის სამედიცინო ასპექტები, მათი კავშირი სოციალურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფენომენებთან
  5. ინტერდისციპლინური  კონფერენცია: სკოლის ფარგლებში ჩატარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. სკოლის მონაწილეები წარმოადგენენ  თავის დარგში შესრულებულ საკუთარ ნაშრომებს აუდიტორიის წინაშე.

 

 სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები (თითოეული დაწესებულებიდან -10 სტუდენტი).

 შერჩეულ ნაშრომებს სტუდენტები  სკოლის სტუდენტურ კონფერენციაზე წარადგენენ.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ: malkhaz_makashvili@iliauni.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 13189