იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი თესაუ-ს აკადემიური პერსონალისთვის:

1.ლიეტუვას რესპუბლიკაში, ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (VIKO) მობილობის ტიპი-- საერთაშორისო კვირეული;

მიმართულება-- ბიზნესი, ეკონომიკა, მენეჯმენტი.

მობილობის პერიოდი-2025 წლის 3-7- მარტი.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა-1.

აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

CV, ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ,

სამოტივაციო წერილი. აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას კომისიის წინაშე.

გასაუბრებაზე აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია განსახორციელებელი აქტივობების შესახებ

საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.

2.პოლონეთის რესპუბლიკაში, ტარნოვის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი;

მობილობის ტიპი- სწავლება მიმართულება- ინგლისური ფილოლოგია;

მობილობის პერიოდი- გაზაფხულის სემესტრი, 2025 წელი (თარიღი შეთანხმდება მასპინძელ უნივერსიტეტთან);

მობილობის ხანგრძლივობა-5 დღე;

ვაკანტური ადგილების რაოდენობა- 1.

აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

CV, ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ და სამოტივაციო წერილი.

აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას კომისიის წინაშე.

გასაუბრებაზე აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ პრეზენტაცია განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.

საბუთების შეტანის ბოლო ვადა- 15 ნოემბერი.

თესაუს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური გისურვებთ წარმატებებს!

 
მნახველთა რაოდენობა: 199