იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, CENN-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ, საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება.
კონკურსი გამოცხადებულია პროექტის - "მწვანე ეკონომიკისა და ენერგეტიკის განვითარება სოფლად" ფარგლებში, რომელსაც ფინანსურად. ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა უჭერს მხარს.
შეხვედრაზე სტუდენტები დეტალურად მოისმენენ ინფორმაციას საკონკურსო საკითხებზე- პროგრამა მწვანე კავკასიის, ჩატარებული კვლევის, კონკურსის პირობებისა და უშუალოდ სამიზნე არეალის შესახებ.
კონკურსში გამარჯვებული ჯგუფი მიიღებს ფულად ჯილდოს, 2000 ლარის ოდენობით.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 8 ოქტომბერს, 12: 00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსში, მეორე სართულზე, დიდ სააქტო დარბაზში.