იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონფერენცია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი ლიკა ყალამაშვილი, სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა.

კონფერენციის თემა მიკრობულ სამყაროსთან თანაცხოვრება და გამოწვევები იყო.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ხელმძღვანელობა პროფესორმა, მაგდა დავითაშვილმა გაუწია.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რასაც მიკრობულ სამყაროსთან თანაცხოვრება იწვევს, გაეცნენ ერთმანეთის ნაშრომებს და საქმიანობას, დასახეს ერთობლივი კვლევის შესაძლებლობები.

კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

მოხსენებით გამოსული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ნაშრომებს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა პორტალზე-- openjournals.ge გამოაქვეყნებს.

კონფერენციის ორგანიზატორები გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი იყვნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 918
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.