იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

2024 წლის 5 სექტემბრიდან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება.

აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი/დედანთან ერთად/;

ბ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთან ერთად)/ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;

გ) 2 ფოტოსურათი 3X4;

დ)სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);

ე) განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);

საბუთების შესატანად უნდა მიაკითხოთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, მეოთხე სართული, ოთახი N:407, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატი.

საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა, 10:00 დან -17:00 სთ-მდე.

უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!

 
მნახველთა რაოდენობა: 948
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.