გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში აცხადებს სასკოლო კონკურსს ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“.
კონკურსის მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცნობიერების ამაღლება სასკოლო საზოგადოების ჩართულობით.
მონაწილეებმა 2024 წლის 21 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადის სამუშაო ვერსია, რაც გულისხმობს პრობლემის აღწერას, პროექტის მიზნებსა და შედეგებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://eiec.gov.ge/Ge/Competitions/55
საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge
კონკურსთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი სოფიო ბერიშვილი (ელ.ფოსტა: sopio.berishvili@eiec.gov.ge, მობ: 598313132).
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.