იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ბანკში სტაჟირების მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ყვარელში.

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა, პირი იყოს ბაკალავრის საფეხურის IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა;

იცოდეს ფინანსები საბაზისო დონეზე და დაინტერესებული იყოს SME მიმართულებაში განვითარებით;

ჰქონდეს კარგი კომუნიკაციის, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები.

მიმართულების საქმიანობა გულისხმობს ბანკში SME კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების სრული ციკლის მართვას.

სტაჟიორი ჩაერთვება კლიენტების მოზიდვის, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისა და წარმართვის, პროექტების დამუშავების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. დააკვირდება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით ბიზნეს ბანკირის მიერ პოტენციური კლიენტების კონსულტირების პროცესს, იზრუნებს ახალი შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირებულობაზე.

სტაჟიორი გაეცნობა SME სექტორს მორგებულ საბანკო პროდუქტებს და განივითარებს მომხმარებელთან ურთიერთობის უნარებს.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;

საქმიანი კომუნიკაციები, მოლაპარაკებები და ურთიერთობების მართვა;

პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები: ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის;

მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან;

პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა;

სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი; ანაზღაურება;

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა; სტაჟირების დაწყების თარიღი - 2 სექტემბერი

სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე

შერჩევის საკონკურსო პროცედურა:

რეზიუმეს საფუძველზე შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან;

ტესტირება – ფინანსური და ანალიტიკური აზროვნების შეფასება; გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და გააგზავნეთ.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა : 20 აგვისტო, 2024

გაგზავნეთ განაცხადი,

გადაიტანეთ პროფაილი LinkedIn-დან:

სახელი

გვარი

ქალაქი/რეგიონი

ქვეყანა

საქართველო მიმდინარე/ბოლო დამსაქმებელი მიუთითეთ "N/A" თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება მიმდინარე/ბოლო პოზიცია მიუთითეთ "N/A" თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება პირადი ელ-ფოსტა

ტელეფონი (ფორმატი:

 
მნახველთა რაოდენობა: 971
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.