იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაცნობებთ, რომ პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 2 სექტემბრიდან და გარძელდება 13 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის გელოდებიან უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მე-2 სართულზე, 220-ე ოთახში.
პირველკურსელთა რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი);
- სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- ორი ფერადი ფოტოსურათი (3 x 4) ბეჭდური და ელექტრონული ვერსია;
- მიწერის მოწმობა კომისარიატიდან, ასლთან ერთად (ვაჟებისთვის);
- naec-ის მიერ დადასტურებული შედეგების ასლი;
- სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;
- თუ პირი არასრულწლოვანია, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარადგინოს მშობლის /მეურვის თანხლებით და თან იქონიოს დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის მოწმობა, ხოლო მეურვემ, ასევე, მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.