იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტაჟირების მსურველთა საყურადღებოდ

ვაკანსია: ანაზღაურებადი სტაჟირება სატყეო სექტორის მმართველობის პოლიტიკისა და პრაქტიკის კვლევის მიმართულებით

„საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს სატყეო სექტორის მმართველობის პოლიტიკისა და პრაქტიკის საკითხების  მკვლევარის პოზიციაზე.

საბუკო 2014 წლიდან საქმიანობს გარემოსდაცვითი მიმართულებით და მისი მიზანი ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ადვოკატირება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობისათვის,  გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლებაა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროგრამის მენეჯერისა და დირექტორის ხელმძღვანელობით სატყეო სექტორის მმართველობის პოლიტიკისა და პრაქტიკის საკითხების კვლევაში მონაწილეობა.
  • საკვლევ რეგიონებში საველე ვიზიტებში მონაწილეობა.
  • ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სატყეო, გარემოს დაცვის, ეკოლოგიის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური);
  • საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების ცოდნა;
  • კარგი წერითი/ანალიტიკური უნარი;
  • საქართველოს რეგიონებში გასვლების შესაძლებლობა;
  • სასურველი მოთხოვნა: მაგისტრატურის კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის სტუდენტი.

უპირატესობად ჩაითვლება ტყის მართვასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა, ტყესთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ანალიზის გამოცდილება.

სურვილის შემთხვევაში, სტაჟიორს შეეძლება კვლევის პროცესში დამუშავებული მასალები გამოიყენოს სამაგისტრო ნაშრომისათვის.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

CV – რეზიუმე (ქართულ ენაზე).

კონკურსის ეტაპები: 

  • წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა;
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, განაცხადი (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: office@sabuko.org

განაცხადების მიღების დრო: არაუგვიანეს 2024 წლის 16 აგვისტო.

გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1253
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.