იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

კვიპროსის ღია უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობას (ICM) ,,აკადემიური პერსონალის დავალებები“ 2024/2025 სასწავლო წლისთვის.

ზემოაღნიშნულის ფარგლებში და ერასმუს+ ინტერ-ინსტიტუციურ ხელშეკრულებებზე დაყრდნობით, კვიპროსის ღია უნივერსიტეტი 2024-2025 წლისათვის უზრუნველყოფს ქართული პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის დაფინანსებას, მის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კვიპროსის ღია უნივერსიტეტში მოკლევადიანი სასწავლო დავალების მიღებით და ერასმუს+ გრანტზე განაცხადის წარდგენით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კვიპროსის ღია უნივერსიტეტი აფინანსებს ერამუს+ გრანტს.

უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.ouc.ac.cy/index.php/en/studies

ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:

 კოგნიტური სისტემები

 საგანმანათლებლო ხელმძღვანელობა და პოლიტიკა

 საწარმოთა რისკების მართვა

 ბიზნესის ადმინისტრირება

 უსაფრთხოება და თავდაცვა (2024-2025 გაზაფხულის სემესტრიდან)

დანარჩენი პროგრამები შემოთავაზებულია ბერძნულ ენაზე, თუმცა აკადემიური კოორდინატორების თანხმობით, მათ შეუძლიათ მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლონ ინგლისურ ენაზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 სექტემბერი. დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა უნდა მიმართოს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურს და შემდეგ მეილზე ir.head@tesau.edu.ge გაგზავნონ:

 CV/ძირითადი პუბლიკაციები  მობილობის სწავლების პროგრამის მონახაზი

 
მნახველთა რაოდენობა: 1141
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.