თუ ხართ დაინტერესებული ხელოვნური ინტელექტის შესწავლით, შემოგვიერთდით საინფორმაციო შეხვედრასა და ვორქშოფზე 7 ივნისს, თელავის ტექნოპარკში (თელავი, რუსთაველის იმქ. 11).
AI Lab ქართული კვლევითი გუნდია, რომელსაც მიზნად ქართული ხელოვნური ინტელექტის შექმნა აქვს დასახული - შეხვედრის ფარგლებში, ვისაუბრებთ გუნდის უახლოეს სამომავალო გეგმებსა და საგანმანთებლო პროექტზე, რომელიც სტუდენტებს შესაძებლობას მისცემს, დააგროვონ ინდუსტრიის სტანდარტებთან შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ამასთან, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ახლოდან გაეცნონ და თავადვე წაეთამაშონ ხელოვნურ ინტელექტს:
AI Lab ის გაცნობა - ვინ ვართ და რა მიზანს ვემსახურებით AI Lab-ის ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო კურსის პრეზენტაცია რატომ AI და რა შესაძლებლობებს მოგცემთ ჩვენი კურსი დისკუსია და კითხვა-პასუხი (QA) ვორქშოფი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ AI-ს მუშაობის პრინციპებს და პროცესს - მოიმარაგეთ ლეპტოპები, რომ თავადვე შეძლოთ, დახვეწოთ და გააუმჯობესოთ მოდელის შედეგები.
პროექტი დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მიერ და ხორციელდება სუპერნოვასა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პარტნიორობით.
დასწრებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე.