19 მარტს, 13:00 სთ-ზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის II სართულზე, მცირე სააქტო დარბაზში საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდება.
ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის უფროსი, თამარ ასლანიშვილი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ სტუდენტებს საჭირო დოკუმენტაციის, პროცედურის, ვადების და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.