იაპონიის „მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი“ აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას სასტიპენდიო პროგრამას უცხოელი მკვლევრებისთვისაა გათვალისწინებული.
სასტიპენდიო პროგრამებში მისაღებ ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დოქტორის ხარისხის ფლობა.
აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ, ან იაპონურ ენას. ასევე, სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მკვლევარი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ქვეყანას.
იაპონური მხარე გამარჯვებულ აპლიკანტებს დაუფინანსებს კვლევითი აქტივობებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე შესაბამის სასწავლო მასალებს, განთავსებას, ორმხრივ ავიაბილეთსა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 1 აპრილიდან - 30 ივნისის ჩათვლით.
Fellowship Announcement | The Matsumae International Foundation (mif-japan.org)