თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ დაიწყო სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეჯიბრში მონაწილეობისთვის.
ეს არის ტრადიციული შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში. შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის/იურიდიული ფაკულტეტის გუნდს. გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს უფლებას საქართველოს სახელით გამოვიდეს საერთაშორისო შეჯიბრზე.
გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2024 წლის 12 თებერვალი.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ https://www.facebook.com/freeunischooloflaw