იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
განცხადება

ქ.  თელავი                                                                                            02  თებერვალი 2024  წელი

 

განცხადება

 

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

      1.2. 

Ø  აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ექნოლოგიების  ფაკულტეტი: 

    მევენახეობის  მიმართულება      

პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული,  6 წლით;     

 

 

Ø  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი:

   საჯარო სამართლის მიმართულება

                ასისტენტის 1 (ერთი) საშტატო ერთეული, (აფილირებული)  4 წლით;                                

   

 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

·     ავტობიოგრაფია (CV)

·     პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

·     2 (ორი) ფოტოსურათი

·     სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

·     ცნობა,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ.

 

 . კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

 

მოთხოვნები:

 

 

)  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

·     მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;

·     უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა;

·     ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი 9  30.05.2018წ.)

·     ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №2 22.01. 2018წ.)

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი 9  30.05.2018წ.)

·     წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);

              (დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი 9   30.05.2018წ.)

·     სადოქტორო / სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა / პუბლიკაცია იმაქტ აქტორიან (Impact Factor) სამეცნიერო ჟურნალში / მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით / საგანმანათლებლო პროექტში.

·     დარგის განვითარების კონცეფცია.

 

ბ) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 4 წლის ვადით

 

         

§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად

 

(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;       

 

§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

 

 

·        კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

შენიშვნა:  საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.   

 

·        კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;

·       კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2024 წლის  4 მარტს 10:00 საათზე და დასრულდეს 2024 წლის 7 მარტს  17:00 სთ-ზე;

·       საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე,

·        კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2024 წლის12 მარტი.

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

 

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1772