საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გერმანული ფონდის for the World - BfdW მხარდაჭერით, აცხადებს ზამთრის სკოლას სტუდენტებისთვის „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. სკოლაში მონაწილეობის მისაღებად წახალისებულნი არიან რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტები.
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 21 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა, ასევე, დამატებით, განმცხადებლის CV, უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე mabuladze@gyla.ge. მეილის სათაურში უნდა მიეთითოს „ზამთრის სკოლა“.
ზამთრის სკოლაში მოსახვედრად, კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე, წარდგენილი განაცხადის ფორმალური შესაბამისობის შემოწება კონკურსის მოთხოვნებთან; განაცხადთა შინაარსობრივი შეფასება და გადარჩევა; (შეფასების კრიტერიუმებია: ზამთრის სკოლის მიზნებთან და თემატიკასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის, ინტერესების და მოტივაციის თავსებადობა); მეორე ეტაპი: გასაუბრება და გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს შესაძლოა მოეთხოვოთ CV-ში მითითებული გამოცდილების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა. მონაწილეთა შერჩევა მოხდება ზამთრის სკოლის შესარჩევი კომისიის მიერ.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge 15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
სკოლის ფარგლებში დარგის ექსპერტები განიხილავენ გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, საკონსტიტუციო სამართალწარმოება გარემოს დაცვით საკითხებზე; გარემოსდაცვითმართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა; ევროკავშირის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი ვალდებულებები; საერთაშორისო სამართალწარმოება და საერთაშორისო მექანიზმები გარემოს დაცვით საკითხებზე.
ზამთრის სკოლა ჩატარდება 2024 წლის 12-16 თებერვალს.
სკოლის ფარგლებში სრულად იქნება დაფარული ზამთრის სკოლის ხარჯები. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება და კვება.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კითხვები გაგაზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: mabuladze@gyla.ge