ასოციაცია მეცნიერებისათვის იწყებს ცნობილი ტრენინგის, "საინფორმაციო (ალტმეტრიული) სერვისები მეცნიერებაში" განახლებულ ვერსიას.
ლექციები ჩატარდება 3 დღე, დღეგამოშვებით: 27, 29 ნოემბერს და 1 დეკემბერს googlemeet-ის პლატფორის საშუალებით, საღამოს 8 საათიდან, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.
ყოველი ლექციის ბოლოს, მონაწილეს გაეგზავნება შესაბამისი კონსპექტი. ტრენინგის ბოლოს კი, გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
ტრენინგი სასარგებლოა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, განსაკუთრებით დამწყები მკვლევარებისა და დოქტორანტებისათვის.
სასწავლო კურსის „საინფორმაციო (ალტმეტრიული) ტექნოლოგიები მეცნიერებაში“ ძირითადი შინაარსია:
· ელექტრონული საინფორმაციო მონაცემთა ბაზები; სამეცნიერო პუბლიკაციების რაობა და სახეები.
· გამოყენებული ლიტერატურის გაფორმების მარტივი მეთოდები (ბიბლიოგრაფიული მენეჯერები);
· ბიბლიოგრაფიული (ციტირების ინდექსის, იმფაქტ ფაქტორის და ა.შ.) მონაცემთა ბაზები.
· ციტირების ინდექსისა და საერთაშორისო სივრცეში მკვლევარის ცნობადობის გაუმჯობესების მეთოდები და საშუალებები.
· მკვლევარის სამეცნიერო პროფილის შექმნა (Google scholar; ORCID; ResearcherID და ა.შ.)
· სამეცნიერო ნაშრომის საქართველოს ან საზღვარგარეთის იმფაქტ ფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებისათვის საჭირო გზები და საშუალებები და ა.შ.
ტრენინგის ღირებულებაა 100 ლარი; კორპორატიული ტრენინგის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება.
რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/Vm646xvsSyTcFqTn8
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც ასოციაციის ანგარიშზე:
აა(ი)პ ასოციაცია მეცნიერებისათვის.
საიდენტიფიკაციო კოდი: 400248576
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი – BAGAGE22 ანგარიშის ნომერი – GE39BG0000000101591797
საქართველოს ან თიბისი ბანკის პირად ანგარიშზე. პირადი ნომრის საშუალებით: 01003015633, თამარ ხახუტაშვილი
თანხის გადახდა შესაძლებელია მონაწილე პირის ორგანიზაციასთან შესაბამისი ხელშეკრულების დადების საფუძველზეც.
ასოციაცია , მკვლევარებს ასევე სთავაზობს, ქართველ სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე საკმაოდ კარგად ცნობილი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალ „ქართველი მეცნიერებში“ 2023 წლის ბოლო მეხუთე ტომის მესამე ნომერში სტატიების მიღებას.
ელექტრონული ჟურნალების წესიდან გამომდინარე სტატიების მიღება მუდმივად მიმდინარეობს, არ აქვს დალოდების პერიოდი, სტატია იტვირთება გაგზავნიდან მაქსიმუმ 2 დღეში. Google scholar-ში ისახება 1 კვირაში.
Google scholar-ში იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალი განკუთვნილია შემდგარი მეცნიერის, მკვლევარებისა და დოქტორანტებისათვის, აკმაყოფილებს საქართველოს უნივერსიტეტების მიერ სადოქტორო ნაშრომის განთავსებისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას.
ინდექსირებულია მრავალ სხვადასხვა ცნობილ ბაზაში.
https://journals.4science.ge/index.php/GS/indexed
სტატიის გაფორმების ინსტრუქცია მოცემულია ვებგვერდზე: