იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N17 დადგენილების N3 დანართის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების ქვეპროგრამას.


მოგეხსენებათ, რომ ამავე დადგენილების N3 დანართით ქვეპროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივ სამუშაოებს/ვაკანსიას ქმნის „სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მმართველობის სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო“.


აღნიშნულის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ დღეიდან მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საზოგადოებრივი სამუშაოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (publicwork.moh.gov.ge) შესაძლებელია განათავსოთ/ატვირთოთ 2024 წელს გათვალისწინებული ვაკანსიები.


გიგზავნით, 2024 წლის საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიების ჩამონათვალს და ვაკანსიებზე განსაზღვრულ/გასათვალისწინებელ მოცულობებს.

 

გიგზავნით ზემოაღნიშნულ ინფორმაციას თქვენი ინფორმირების მიზნით. გთხოვთ, იხელმძღვანელოთ მოწოდებული თანდართული ფაილით და გაითვალისწინოთ მათზე, როგორც ქვეპროგრამის მიმწოდებელზე განსაზღვრული ვალდებულებები.


დამატებითი ინფორმაცია 2024 წლის სოციალური ხელშეკრულებების (გაფორმების/დადების პროცესი) და სისტემის განხლებების შესახებ მოგეწოდებათ ეტაპობრივად.

 

იხ. დანართი: 2024 წლის ვაკანსიები და შესაბამისად განსაზღვრული მოცულობები.

სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ მოქალაქეთათვის შექმნილი გამარტივებული სერვისის შესახებ

 საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 25 სექტემბრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ ცნობები (მათ შორის: ნასამართლობის შესახებ; უფლების ჩამორთმევის შესახებ; პირის მსჯავრდების შესახებ; სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ) გაიცემა ელექტრონული ფორმით და წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც დასტურდება სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული ელექტრონული ფორმით სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს გააჩნია იურიდიული ძალა.

 აღნიშნული წესით გაცემული ცნობის გაცნობა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.sa.gov.ge, სპეციალური იდენტიფიკატორების (დოკუმენტის გაცემის თარიღი და ნომერი) გამოყენებით.

ელექტრონული ფორმით შესრულებული ცნობა, რომელსაც დართული აქვს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინახება გაცემიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ინახება კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გარეშე (ელექტრონული დოკუმენტის ასლი).

 
მნახველთა რაოდენობა: 2530
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.