სტუდენტებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია უკვე მეათედ ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი და შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ ამბის აღმოჩენისა და გადამოწმების მეთოდები, გამოყენებული წყაროები და რეალური ფაქტები.
ნამუშევრების წარდგენა სტუდენტებს 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს კი, კომუნიკაციების კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ.
გარდა ამისა, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, 12 საათზე, სხდომათა დარბაზში (I კორპუსი, II სართული).