იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის ახალგაზრდულ ცენტრში ბიზნეს ინგლისურის კურსი იწყება.

კურსის მიზანია, განავითაროს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების ენობრივი კომპეტენციები სამეწარმეო/ბიზნეს კონტენტზე დაფუძნებული სწავლების მეშვეობით. ინგლისური ენის 4-თვიანი კურსი ითვალისწინებს 60 საათიან ინსტუქტაჟს პროფესიულ ინგლისურში. კურსი ორიენტირებულია ბიზნეს ინგლისურის შესწავლაზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოში დამწყები ბიზნესის ძირითადი მოთხოვნები, ბიზნეს გეგმის შემუშავების საწყისები, სოციალური მედიის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება.

ინგლისური ენის კურსი დაიწყება 2023 წლის 15 ნოემბერს. ინგლისური ენის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ ორი საათის განმავლობაში. ენის კურსს გაუძღვებიან გამოცდილი და კვალიფიციური ტრენერები.

ინგლისური ენის შემსწავლელი ჯუფი დაკომპლექტება 20 მოტივირებული ახალგაზრდისგან, რომელთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდული ცენტრების წევრ აპლიკანტებს.

პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს მოეთხოვებათ დაესწრონ გაკვეთილების 70%-ს მაინც და მათი ყოველთვიური შეფასება არ იყოს 7 ქულაზე დაბალი (შეფასების 10 ქულიანი სისტემის მიხედვით).

სასწავლო კურსი დაიწყება 15 ნოემბერს.

ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით შესაბამის ბმულს:

• სარეგისტრაციო ლინკი https://forms.gle/UxG6pehdJ1HVbHTJ8

ბიზნეს ინგლისურის კურსი არის დაფინანსებული და ახორციელებს PH International (Project Harmony). კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 579 34 98 98.

ბიზნეს ინგლისურის კურსი ხორციელდება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

კახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (TEDEC) #USAID #unageorgia #unitythroughdiversity #ერთიანობამრავალფეროვნებაშია PH International (Project Harmony).

 
მნახველთა რაოდენობა: 2744
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.