იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტების საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი, სტუდენტებთან შეხვედრას ჩაატარებს.

„ბელარუსის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ და „ყირგიზეთის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და „გერმანიის ჰერმან გმაინერის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში, ბელარუსსა და ყირგიზეთში, ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“.

ორგანიზაცია იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია, საქართველოში, ბელარუსსა და ყირგიზეთში მცხოვრებმა 1325-მა ახალგაზრდამ მოწყვლადი ჯგუფებიდან წარმატებით გამოიყენოს ახლად შეძენილი ცხოვრებისეული და პროფესიული უნარ-ჩვევები შრომის ბაზარზე ინტეგრაციისთვის.

პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინდივიდუალური ინტერესების და შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, ადგილობრივ შრომის ბაზარზე სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას, დასაქმებასა და თვითდასაქმებაში მათ მხარდაჭერას.

საქართველოში პროექტი ხორციელდება ასოციაციის „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის, „საზოგადოება ბილიკისა“ და კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ერთობლივი პარტნიორობით თბილისში, თელავსა და გორში.

პროექტში ჩართვა შეუძლიათ 15-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს (35 წლის არ უნდა იყოს ჯერ), რომლებიც არიან მარტოხელა ან ძალიან ახალგაზრდა მშობლები, აქვთ კანონთან კონფლიქტი, აქვთ ძალადობის გამოცდილება, არიან იძულებით გადაადგილებული პირები, არ არიან დასაქმებული, აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები, არიან სოციალურად დაუცველი პირები.

პროექტში ჩართვამდე, კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.

შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში , გაიმართება 25 ოქტომბერს, 13 საათზე, სადაც დაინტერესებული პირები , პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 2570
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.