11 ოქტომბერს, პარასკევს, თბილისის მერიას დაქვემდებარებული, სისხლის გადასხმის სადგური, თელავში, უანგარო დონორობის აქციას ჩაატარებს.
თქვენგან გაღებული სისხლი მძიმე ავადმყოფების გამოჯანმრთელებას მოხმარდება.
დონორობის მსურველებს, სისხლის გაღება შეუძლიათ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პირველ სართულზე, სამედიცინო ოთახში.
აქცია დაიწყება 11 საათზე.