იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
2023 წლის 25 ნოემბერს, პირველი ინტერდისციპლინარული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდება.

კონფერენციას საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მდგრადი განვითარების ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრი ჩაატარებს.

კონფერენციის თემაა , ,,მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევები“ და ის, დიდი ქართველი პოლიტიკოსის, მეფეთ-მეფე წმიდა დავით IV აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენცია სამ, ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალური პროგრესისა და გარემოს დაცვის სექციად იმუშავებს.

კონფერენციის თემატიკაა--- • მდგარდი განვითარების მიზნები, ინდექსები და ინდიკატორები;

• მდგრადი განვითარების ცალკეული მდგენელის (ეკონომიკა, სოციალური პროგრესი, ეკოლოგია) პროგნოზირება და სტრატეგიული დაგეგმვა;

• სახელმწიფო რეგულირება და მართვა;

• ბიზნესი და მდგრადი განვითარება;

• მწვანე ეკონომიკა და ეკოლოგიური უსაფრთხოება;

• ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება;

• პანდემიის, საომარი მოქმედებებისა და სხვა სახის განუსაზღვრელობათა გავლენა მდგრად განვითარებაზე;

• მდგრადი განვითარების სოციალური და გენდერული ასპექტები;

• მდგრადი ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები;

• საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;

• მაკროეკონომიკური განვითარების ძირითადი ვექტორები 2030 წლისათვის;

• ციფრული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება მდგრადი განვითარებისთვის. სამიზნე აუდიტორია: კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ქართველ და უცხოელ პროფესორ-მასწავლებლებს ნებისმიერი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მკვლევარებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების საფეხურის სტუდენტებს, როგორც კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტიდან, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

კონფერენციის სამუშაო ენა--ქართული, ინგლისური.

კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ როგორც პირისპირ , ისე ონლაინ რეჟიმში.

• კონფერენციაში მონაწილეობისათვის მოსაკრებელი გათვალისწინებული არ არის;

• კონფერენციაში მონაწილე თითოეულ გამომსვლელს გადაეცემა სერთიფიკატი;

• კონფერენციაზე წარდგენილი გამოსვლები გამოიცემა ელექტრონული წიგნის სახით, რომელიც აიტვირთება სდასუ-ს ვებგვერდზე.

კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება უნივერსიტეტის რეფერირებად, რეცენზირებად, Google scholar-ის ბაზაში განთავსებულ ჟურნალ სპექტრში.

• მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/tpBNVcWSE9S9Bn61A

• სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 31 ოქტომბერის ჩათვლით;

• აბსტრაქტის ბმული – https://forms.gle/fTJEXkyzyjkkuJog9

• სტატიის ბმული – https://forms.gle/WxVhyDhdUXwRqxbx7

• კონფერენციის თარიღი : 25 ნოემბერი, 2023

შენიშვნა: ავტორებს შედეგების შესახებ ეცნობებათ 10 სამუშაო დღეში. აპლიკანტებს, კონფერენციაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ აბსტრაქტის საფუძველზე.

დამატებითი მოთხოვნები.

წარდგენილ საკონფერენციო ნაშრომს უნდა ჰყავდეს ერთი, ან მაქსიმუმ ოთხი ავტორი. სტატია ჟურნალისათვის:

სტატია წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით, სტატიის პარამეტრებია: ფურცლის ზომა – A4, მარცხენა ინტერვალი – 3სმ, მარჯვენა ინტერვალი – 1.5სმ, ზედა და ქვედა ინტერვალები – 2სმ, ფონტი – sylfaen, ქართული ტექსტისთვის, Times New Roman ინგლისური ტექსტისთვის; შრიფტის ზომა – 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1.5.

სტატიის გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდე 10 ნაბეჭდ გვერდს ცხრილების, სურათების და ნახაზების ჩათვლით. სტატია შეიძლება შესრულებული იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თავფურცელი:

  1. სტატიის სათაური;
  2. ავტორის (ავტორების) სრული სახელი და გვარი;
  3. კორესპონდენტ ავტორის ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  4. ავტორის (ავტორების) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, სამუშაო ადგილის სრული დასახელება (აფილირება);

აბსტრაქტი: ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 250 სიტყვისა), რომელიც უნდა შეიცავდეს: შესავალს, მეთოდებს, შედეგებს და დასკვნებს.

საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 7 სიტყვისა).

გამოყენებული ლიტერატურის სია დალაგებული უნდა იყოს ტექსტში ციტირების მიმდევრობის მიხედვით (ტექსტში ლიტერატურა, სქოლიოს გამოყენების გარეშე, უნდა აღინიშნოს კვადრატულ ფრჩხილში ჩასმული არაბული ციფრით); სტატიებში ციტირება უნდა მოხდეს Harvard ან Chicago-ს სტილის მიხედვით.

კონფერენციის მისამართი: საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი , ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის 25, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

პაატა კუნჭულია, paata.kunchulia@sdasu.edu.ge 595 95 99 97

დავით კბილაძე, d.kbiladze@yahoo.com 599 90 71 1

 
მნახველთა რაოდენობა: 2668
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.