იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე მიღება ცხადდება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო; სიცოცხლის შემსწავლელი; გამოყენებითი ბიომეცნიერების; ბიოტექნოლოგიის; გარემოს დაცვის; აგრარული; სოფლის მეურნეობის; მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის; ფარმაკოლოგიის მიმართულებებით. ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიული კვალიფიკაცია შემდეგი მიმართულებით:

ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი; ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი; ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი; ქიმიური წარმოების სპეციალისტი; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი; სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი; ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე; ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი.

გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით. დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებგვერდზე www.vet.emis.ge.

ვებგვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა მონიშნოს მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები. შემდეგ აირჩიოს პროგრამების ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს პროგრამის სახელწოდება- „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება".

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:

I ეტაპი: დოკუმენტის შესაბამისობა პროგრამაზე დაშვების წინაპირობასთან;

II ეტაპი: გასაუბრება. რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა ელექტრონულ ფოსტაზე vocational@tesau.edu.ge, 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ: ა)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ვებგვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინებაში ან დარეკეთ 571 118 081!

https://vet.emis.ge/

 
მნახველთა რაოდენობა: 3374
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.