EU NEIGHBOURS East, 16-იდან 26 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩის მანდატის მოსაპოვებლად იწვევს. მანდატის მოსაპოვებლად ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეუძლიათ. წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინ-აქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოადგენენ. ახალგაზრდები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელებენ.
განაცხადის შესატანად კანდიდატმა სააპლიკაციო ფორმა 2023 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა შეავსოს. კონკურსისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მოძიება და აპლიკაციის შევსება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: