სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2 აგვისტოდან, აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:
Ø ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
· ინგლისური ენის მიმართულებით -- ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;
· ინგლისური ლიტერატურის მიმართულებით -- ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით.
Ø სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი:
· ინგლისური ენის მიმართულებით -- ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;
Ø აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
· ინგლისური ენის მიმართულებით -- ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
· ავტობიოგრაფია (CV)
· პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
· 2 (ორი) ფოტოსურათი
· სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
· ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.
კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები:
ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
· ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.
§ ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად (ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;
§ კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
შენიშვნა:
· კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:
ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).
· კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
· კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2023 წლის 4 სექტემბერს 10:00 საათზე და დასრულდება 2023 წლის 15 სექტემბერს 17:00 სთ-ზე;
· საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე;
· კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრა 2023 წლის 19 სექტემბერი.
ვებგვერდი www.tesau.edu.ge
ელ ფოსტა info@tesau.edu.ge