კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას.
კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3 გამარჯვებული - ახალგაზრდა, ახალგაზრდების ჯგუფი, ან ახალგაზრდული ორგანიზაცია; თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ კანდიდატ(ებ)ს გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით.
განცხადებება სახელმწიფო მინისტრის აპარატს უნდა მიეწოდოს მ/წ 20 აგვისტოს ჩათვლით.
კონკუსის პირობები და ვადები: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid01Dk1NEoaTxsTDTcgttFoEf2bcKcgJHmqzGBTKFXjGaZZSv7degKuEwqV4jxiWMNkl&id=100064846652084&mibextid=Nif5oz