იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!

საქართველოს ბანკი აფინანსებს სასტიპენდიო პროგრამებს აშშ-ს საუკეთესო უნივერისტეტებში 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე და ბერლინში Miami ad School Europe-ში 2 წლიან პორთფოლიო პროგრამას, კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

საქართველოს ბანკი, უნივერსიტეტების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში, 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისა და 100%-იანი დაფინანსების მიღების საშუალებას ფულბრაიტთან - განათლების სფეროში აშშ- ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ყველაზე დიდ გაცვლით პროგრამასთან ერთად აძლევს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც უკვე დაასრულა სწავლა ბაკალავრის საფეხურზე.

აპლიკაციების მიღება 2023 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება .

დაინტერესებულ პირებს, საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ, ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მოცემულ ბმულზე:  https://www.csr.ge/ka

 
მნახველთა რაოდენობა: 2821
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.