კონკურსის მიზანია ღია მონაცემების დამუშავებასა და მონაცემებზე დაყრდნობით ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის წახალისება. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, კერძოდ: საჯარო ფინანსების განკარგვა, ხელისუფლების საქმიანობის შეფასება ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად - ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, საჯარო მმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ეკონომიკა და ა.შ.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი საკონკურსო პრიზები: - I ადგილი - 1,200 ლარი; - II ადგილი - 1,000 ლარი; - III მესამე ადგილი - 800 ლარი.
ნაშრომები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: contest@idfi.ge არაუგვიანეს 2023 წლის 23 ივლისისა.
ანალიტიკური სტატიის სტრუქტურის, ტექნიკური მახასიათებლებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ მითითებულ ბმულს:
https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/65/ კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: გვანცა ნიკურაძე | g.nikuradze@idfi.ge | 558 091 030
კონტაქტი Tel (office): +995 322 921514
Web: www.idfi.ge