იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია MinDoor ტრენინგს "ტოპ-მოთხოვნადი უნარების განვითარება" ჩაატარებს. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს უკეთ დაგეგმონ საკუთარი კარიერული მიზნები, შეაფასონ საკუთარი რესურსები და დასახონ მიზნის მიღწევის გზები. ტრენინგის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული სახალისო აქტივობები და სავარჯიშოები, სადაც სტუდენტები სამომავლოდ გაწერენ თავიანთი განვითარების გეგმებსა და ამოცანებს. საუკეთესო მოსწრების მქონე ახალგაზრდები 6 თვიანი მენტორობის პროგრამით დაასრულებენ ამერიკის კურსდამთავრებულ სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად. FLEX Alumni-ები ნახევარი წლის მანძილზე პროფესიულ და კარიერულ მხარდაჭერას გაუწევენ შერჩეულ წარჩინებულ ახალგაზრდებს. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. ტრენინგზე რეგისტრაცია შეუძლია თელავის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ყველა სტუდენტს. სტუდენტთა ნაწილს ტრენინგი ჩაუტარდება 8 ივნისს, ხოლო მეორე ნაწილს 9 ივნისს, 11 საათიდან თელავის უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში. რეგისტრაცია შესაძლებელია 6 ივნისის ჩათვლით. მონაწილეთა შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე, რომელიც ივსება სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/3bVy4cJpM7m9ZA779
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- იურიდიული სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
- ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი
- სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციების განვითარების ცენტრი
- ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
- ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი
- პროფესიული განვითარებისა და ინოვაციური სწავლების ცენტრი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- შიდა აუდიტის სამსახური