ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტების მიერ, 2023-2024 სასწავლო წლისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამები.
სტიპენდიები გამოყოფილია საბაკალავარო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე კომპიუტერული ინჟინერიის, კლინიკური მედიცინის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
სასტიპენდიო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა განსხვავდება საფეხურების და სასწავლო მიმართულებების მიხედვით, თუმცა ძირითადად განისაზღვრება მ.წ. 31 მაისამდე.
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართების სახით.