იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი’’ სტუდენტებისათვის

საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებულიინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის“ (DL-101GE), უფასოდ გავლის საშუალება ეძლევათ. კურსი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა, - „საქპატენტმაქართულად თარგმნა და ეროვნულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანა. კურსს WIPO აკადემიის მიერ სერტიფიცირებული ტუტორები ელმძღვანელობენ, ხოლო კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ, მონაწილეს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცემა.

კურსზე რეგისტრაცია 2023 წლის 7 მაისს სრულდება დაინტერესებულ პირებს, თანდართული დოკუმენტის სახით, შეუძლიათ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისსაქპატენტისთავმჯდომარის ოფიციალური წერილი იხილონ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ელ. ფოსტა- dl101ge@sakpatenti.gov.ge, საკონტაქტო პირი: ნინო ნაცვლიშვილი, ტელ.: 599 484 155.

 
მნახველთა რაოდენობა: 2636